ევროკავშირმა უკრაინის არმიისთვის 27 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გადაამზადა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელმა კიევში თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც BBC-ის რუსული სამსახური აღნიშნავს, სექტემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს გაზარდონ რაოდენობა იმ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებიც ევროპულ ცენტრებში გაივლიან მომზადებას. 2024 წლისთვის დაგეგმილია უკრაინის შეიარაღებული ძალების 40 ათასამდე მებრძოლის გადამზადება.
შაბათს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი მოულოდნელად ჩავიდა ოდესაში. მან ვიდეომიმართვა ჩაწერა ოდესის ფერისცვალების ტაძრის ფონზე ჩაწერ. ეს ის ძეგლია, რომელიც 23 ივლისს რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ძლიერ დაზიანდა.
ჟოზეპ ბორელი დაჰპირდააუდიტორიას, რომ ევროპა არ მიატოვებს უკრაინას რუსეთის მიერ წართმეული ტერიტორიების დაბრუნებისთვის ბრძოლაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის შემდგომი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერაა საჭირო.