აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში შვეულმფრენის გამოყენებით ჩატარებული რეიდის შედეგად 28 სექტემბერს დაატყვევეს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ კოორდინატორი, მამდუჰ იბრაჰიმ ალ-ჰაჯი შეიხი.
გასულ კვირას, როგორც "როიტერსი" აღნიშნავს, ცენტრალური სარდლობის ძალებმა გაავრცელა ანგარიში სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ოპერატიული შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელის შეპყრობის შესახებ. მას სავარაუდოდ კავშირები ჰქონდა რეგიონში მოქმედ მთელ ექსტრემისტულ ქსელთან.
ამერიკული სარდლობის განცხადებებში ნათქვამია, რომ ორივე ოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა.