Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის


ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე. 30 სექტემბერი, 2023 წელი
ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე. 30 სექტემბერი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ტერიტორიაზე იარაღის წარმოების საერთაშორისო ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადა, იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.

"ჩვენ შევიმუშავეთ შესაბამისი ძირითადი დეკლარაცია, როგორც ალიანსის საფუძველი, მას შეიძლება შეუერთდნენ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მწარმოებლები მთელ მსოფლიოში, რომლებიც იზიარებენ ჩვენს განზრახვას, უზრუნველყონ აგრესიისგან დაცვა თანამედროვეობის სარისკო პირობებში", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა კიევში თავდაცვის მრეწველობის პირველ ფორუმზე.
ზელინსკის თქმით, ფორუმში მსოფლიოს 30 ქვეყნის 252 თავდაცვის კომპანია მონაწილეობს და უკრაინა დაინტერესებულია უცხოური კომპანიების იარაღისა და აღჭურვილობის წარმოების ლოკალიზებით.

ზელენსკიმ გაიხსენა შეერთებულ შტატებში ბოლო ვიზიტი და, კერძოდ, აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეთანხმდა იარაღის ერთობლივ წარმოებაზე. გარდა ამისა, თქვა, რომ უკრაინა შექმნის საზღვაო დრონების პირველ ფლოტს მსოფლიოში.


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 19 ქვეყნის 38 კომპანია უკვე შეუერთდა იარაღის ინდუსტრიის ალიანსს. ამ ქვეყნების სია არ არის ცნობილი.

XS
SM
MD
LG