Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტებმა უკრაინაში დაღუპული 33 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის ვინაობა დაადგინეს


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, ფრონტზე 33 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. მათი ვინაობა სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა მოხალისეთა გუნდთან ერთად დაადგინეს.

საერთო ჯამში, გასული წლის თებერვლიდან ომში დაიღუპა დაახლოებით ოთხი ათასი მობილიზებული ადამიანი, რომელთა სახელების გადამოწმება ჟურნალისტებმა ღია წყაროებიდან მოახერხეს.

2023 წლის ივლისში უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან დაახლოებით ორ-ნახევარი ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, აქედან 200-ზე მეტი ოფიცერი, მათ შორის - ორი გენერალი და 11 პოლკოვნიკი.

ბოლო დროს რუსეთის არმიის უფროს ოფიცერთა შემადგენლობას ასეთი მნიშვნელოვანი დანაკარგები მხოლოდ ომის პირველ თვეებში ჰქონდა.

ყველაზე დიდი დანაკარგები გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს რუს პატიმრებს შორის, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სახელით მონაწილეობდნენ.

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლთა სასაფლაო კრასნოდარში
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლთა სასაფლაო კრასნოდარში

29 სექტემბრის მონაცემებით, ჟურნალისტებმა ფრონტზე დაღუპული ექვსი ათასზე მეტი მსჯავრდებულის სახელის იდენტიფიცირება შეძლეს. მათგან 100-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, მეტწილად - უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ორჯერ გამოაქვეყნა: 2022 წლის 2 მარტის მონაცემებით, დაღუპულად ითვლებოდა 498, ხოლო 25 მარტის - 1351 ადამიანი. 21 სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან დანაკარგმა შეადგინა 5937 ადამიანი.
  • საკუთარ დანაკარგებს არ აქვეყნებს არც უკრაინული მხარე, რომელიც ირწმუნება, რომ რუსული ჯარების დანაკარგები გაცილებით დიდია.
  • 2022 წლის 20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, გაესაიდუმლოებინა უკრაინაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრების შესახებ ინფორმაცია.
XS
SM
MD
LG