Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარია უზბეკეთის ექსპრეზიდენტის ქალიშვილს ადანაშაულებს დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობაში


გულნარა ქარიმოვა
გულნარა ქარიმოვა

შვეიცარიის ფედერალურმა პროკურორმა უზბეკეთის ექსპრეზიდენტის ქალიშვილს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ გულნარა ქარიმოვას ბრალი წაუყენა ქრთამის აღებაში და "ოფისის" სახელით ცნობილი, დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში.

გულნარა ქარიმოვა არის უფროსი ქალიშვილი ისლამ ქარიმოვისა, რომელიც უზბეკეთს მართავდა 1991 წლიდან სიკვდილამდე, 2016 წლამდე. ქარიმოვას ბრალად ედება ხელმძღვანელობა ოპერაციისა, რომლის შედეგადაც, როგორც აცხადებენ, ასობით მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი იქნა გადარიცხული ტელეკომუნიკაციების კომპანიებიდან.

შვეიცარიის გენერალური პროკურორის ოფისმა (OAG) 28 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ფული გადაირიცხებოდა რამდენიმე ქვეყანაში რეგისტრირებული საბანკო ანგარიშებით, სანამ ბოლოს შვეიცარიის ბანკებში მოიყრიდა თავს.

განცხადების თანახმად, ქარიმოვას ქსელი შვეიცარიაში ამოქმედდა 2005 წელს, "საიმისოდ, რომ დანაშაულებრივი გარიგებებით მოპოვებული კაპიტალი დამალულიყო შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე, სეიფებში და უძრავი ქონების შესყიდვებში".

ქსელი "თავის დანაშაულებრივ ქმედებებს ახორციელებდა როგორც პროფესიონალური ბიზნესი, რომელიც იცავდა სავალდებულო წესებს და ამოცანათა მკაცრ დანაწილებას - და, ამავე დროს, მიმართავდა ძალადობასა და ზეწოლას" - ვკითხულობთ პროკურორის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG