გაეროს ავღანეთის დახმარების მისიამ (UNAMA) 29 სექტემბერს თალიბანს მოუწოდა შეწყვიტოს "განურჩეველი დაპატიმრებები და დაკავებები" და ხაზი გაუსვა ახლახან ქაბულში ქალთა უფლებების ორი დამცველის დაპატიმრების ფაქტებს.
გავრცელებულ განცხადებაში UNAMA ამბობს, რომ ნედა ფარვანი და ჟოლია ფარსი ბოლო 10 დღის განმავლობაში დააკავეს, და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის სხვა პირების დაკავების გამოც.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამგვარი ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის ავღანეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების სფეროში. გაეროს მისია ავღანეთის თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედ მთავრობას ასევე მოუწოდებს პატიმრებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს იურიდიული და სამედიცინო დახმარება.
თალიბანის მთავრობას ჯერჯერობით არ უპასუხია ამ განცხადებისთვის.