Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სერბეთს მოუწოდებს, გაიყვანოს სამხედროები კოსოვოსთან საზღვრიდან


ჯონ კირბი, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანი
ჯონ კირბი, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანი

თეთრი სახლი სერბეთს მოუწოდებს, გაიყვანოს, მისი თქმით, დიდძალი სამხედრო ძალა კოსოვოსთან საზღვრიდან, მზარდი დაძაბულობის ფონზე, რომელიც მოჰყვა კოსოვოს ერთ-ერთ სოფელში მომხდარ სისხლიან შეტაკებებს.

"სერბეთს მოვუწოდებთ, გაიყვანოს ეს ძალები საზღვრიდან", - უთხრა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს 29 სექტემბერს და დასძინა, რომ სამხედრო ძალების ზრდა წარმოადგენს "დესტაბილიზაციის მომტან მნიშვნელოვან განვითარებას".

კირბის თქმით, აშშ თვალს ადევნებს ძალების ზრდას, რომელიც მოიცავს "სერბეთის არტილერიის, ტანკებისა და მექანიზებული ქვეითი დანაყოფების უპრეცედენტო განლაგებას. ჩვენი აზრით, ეს არის დესტაბილიზაციის მომტანი მნიშვნელოვანი განვითარება".

კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კოსოვოში გაიზრდება KFOR-ის სახელით ცნობილი მშვიდობის დამცველი ძალის კონტინგენტი. ამ ეტაპზე ამ ძალაში აშშ-ის 600-მდე სამხედრო მსახურობს, დასძინა კირბიმ.

კოსოვოს სერბთა მთავარი პარტიის მაღალჩინოსანმა, მილან რადოიჩიჩიმ, მანამდე აღიარა, რომ ორგანიზება გაუწია და მონაწილეობა მიიღო მოვლენებში, რომლებმაც გამოიწვია ბოლო შეტაკებები პოლიციასთან და რომლებიც მოხდა კოსოვოში, მართლმადიდებლური ტაძრის ტერიტორიაზე. შეტაკებებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

მისი ადვოკატის მიერ ბელგრადში, 29 სექტემბერს წაკითხულ განცხადებაში რადოიჩიჩი ამბობს, რომ მან "პირადად განახორციელა ლოგისტიკური მზადება" და დასძენს, რომ სერბეთის მთავრობამ არაფერი იცოდა იმაზე, რაც ხდებოდა.

XS
SM
MD
LG