Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი გაეროს სააგენტოებს იწვევს მთიან ყარაბაღში, რეგიონს კვლავ ტოვებს სომეხი მოსახლეობა


ყარაბაღელი ლტოლვილები გორისში, სომხეთი
ყარაბაღელი ლტოლვილები გორისში, სომხეთი

აზერბაიჯანმა გაეროს სააგენტოები მიიწვია მთიან ყარაბაღში ვითარებაზე დასაკვირვებლად, იმ ფონზე, როცა რეგიონს კვლავ ტოვებს ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა - 10 დღეში მას მერე, რაც აზერბაიჯანმა სწრაფი სამხედრო ოპერაციით სრული კონტროლი დაამყარა სეპარატისტულ რეგიონზე.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გაეროს სააგენტოებს შესთავაზეს "შემდეგ დღეებში" რეგიონში მისია მიავლინოს. ვიზიტი მისიას საშუალებას მისცემს "გაეცნონ ჰუმანიტარულ ნაბიჯებს, რომელსაც აზერბაიჯანი რეგიონში დგამს" - წერს სამინისტრო განცხადებაში.

გაეროს საკვების სააგენტომ უკვე აღმართა კარვები გორისში, ლტოლვილებისთვის საკვების მისაწოდებლად. მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებმა და აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმა 19 სექტემბრის შემდეგ მესამე შეხვედრა გამართეს აზერბაიჯანის დასავლეთში მდებარე ქალაქ ევლახში.

სომხეთის მთავრობის მონაცემებით, 29 სექტემბრისთვის ქვეყანაში მთიანი ყარაბაღიდან შესული იყო 93 000-მდე სომეხი, ანუ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს ეთნიკურ წმენდაში სდებს ბრალს და გამოდის გაფრთხილებით, რომ რამდენიმე დღეში რეგიონში სომეხი მოსახლეობა აღარ დარჩება.

XS
SM
MD
LG