გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და შუა აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერებმა ბერლინში განიხილეს თანამშრომლობა და კავშირები, იმ ფონზე, როცა გერმანია ცდილობს გავლენა მოიპოვოს ამ, ტრადიციულად რუსეთის დომინაციის სფეროდ მოაზრებულ რეგიონზე.
29 სექტემბერს შოლცმა უმასპინძლა ყაზაზეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის პრეზიდენტებს და თურქმენეთის ყოფილ პრეზიდენტსა და სახალხო საბჭოს ამჟამინდელ ხელმძღვანელს.
ერთი დღით ადრე, შოლცმა მოლაპარაკება გამართა ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევთან, რომლის დროსაც გერმანიის კანცლერმა შეაქო ყაზახეთის ძალისხმევა შეჩერდეს რუსეთისთვის უკრაინაში აგრესიის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა.
29 სექტემბერს, სამიტის დაწყების პარალელურად, გერმანიის კანცლერის ოფისის წინ შუა აზიელი აქტივისტების ჯგუფმა გამართა აქცია, რომელზეც მოითხოვეს რეგიონში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება - სიტყვის თავისუფლების მხრივ არსებული ვითარების გაუარესების ნიშნების ფონზე.