Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა პაკისტანში მეჩეთებში მომხდარი აფეთქების შედეგად


პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგები 29 სექტემბერი 2023 წელი
პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგები 29 სექტემბერი 2023 წელი

პაკისტანში თვითმკვლელის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად ორ მეჩეთში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასამდე კი დაშავდა, იყტობინება Reuters-ი.

პირველი აფეთქება მეჩეთთან ბალუჯისტანის პროვიციაში ავღანეთთან საზღვარზე მოხდა. შედეგაც დაიღუპა მინიმუმ 52 ადამიანი და 60-მდე კი დაშავდა, განაცხადეს ადგილობრივ სამაშველო სამსახურში.

„თვითმკვლელმა თავი პოლიციის უფროსის მოადგილის ავტომობილში აიეფეთქა“, - ამის შესახებ პოლიციის გენერალური ინსპექტორის მოადგილემ მუნირ აჰმედმა განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი დაიღუპა.

რამდენიმე საათის შემდეგ, ავღანეთის მოსაზღვრე პროვინციაში, კიდევ ერთ მეჩეთში მოხდა აფეთქება. ბოლო მონაცემებით, იქ ხუთი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა.

პასუხისმგებლობა აფეთქებებზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, მათ შორის არც „ტეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანს“ (TTP), რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და კანადაში. 2022 წლის ნოემბერში TTP-მა გამოაცხადა, რომ გააუქმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პაკისტანის მთავრობასთან და თავის შენაერთებს მთელი ქვეყნის მასშტაბით თავდასხმებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG