Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის კრიტიკოს კარა-მურზას 15 დღით გაუგრძელეს სადამსჯელო საკანში ყოფნა


ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა

კრემლის კრიტიკოსს, პოლიტიკოს ვლადიმირ კარა-მურზას 15 დღით გაუგრძელეს ომსკის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიის სადამსჯელო საკანში ყოფნის ვადა. ამის შესახებ მისი მეუღლე, ევგენია კარა-მურზა იტყობინება. მსჯავრდადებული პოლიტიკოსი იქ 21 სექტემბერს, კოლონიაში ეტაპირებისთანავე მოათავსეს. თუ რა იყო ამ სანქციის მიზეზი, უცნობია.

კარა-მურზას მოსკოვიდან ომსკში გასაიდუმლოებული გადაყვანის პროცესი სამ კვირამდე გაგრძელდა.

ომსკში მდებარე ნომერ მე-6 გასწორების კოლონია, სადაც კარა-მურზა იხდის სასჯელს, ცნობილია პატიმრობის მძიმე პირობების შესახებ საჩივრებით. მსჯავრდადებულებისა და მათი ნათესავების განცხადებებით, კოლონიის ხელმძღვანელობა პატიმრებს აწამებდა. 2018 წელს ამ კოლონიაში მოხდა მასობრივი ჩხუბი, რომელშიც 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. პატიმრებმა ფანჯრიდან პროტესტის ნიშნად გადმოკიდეს ზეწრები, რომლებზეც სისხლით ეწერა: "გვიხსენით" და "დაგვეხმარეთ". არეულობის აღკვეთის მიზნით, კოლონიაში სპეცრაზმი შეიყვანეს.

  • ჟურნალისტ ვლადიმირ კარა-მურზას - რუსეთის და ბრიტანეთის ორმაგ მოქალაქეს და კრემლის ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსს - აპრილში მოსკოვის სასამართლომ 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა სამშობლოს ღალატის და სხვა ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც თავად ჟურნალისტი უარყოფს. სასამართლოს გადაწყვეტილება მყისიერად დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ, გადაწყვეტილებას ასევე მოჰყვა მისი გათავისუფლების მოწოდებები.
  • კარა-მურზა 2022 წლის აპრილში დააკავეს, როცა უცხოეთიდან რუსეთში დაბრუნდა. ის ერთ-ერთია ოპოზიციის აქტივისტებს, ჟურნალისტებს და სხვა პირებს შორის, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებაზე კრემლის მზარდი ზეწოლის პირობებში დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG