კრიპტოვალუტის უდიდესმა ბირჟამ, Binance-მა რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა. კომპანიამ განაცხადა, რომ მან თავისი რუსული ბიზნესი მიჰყიდა კრიპტოვალუტის გადამცვლელ კომპანია CommEX-ს. აგვისტოში ბირჟამ რუს კლიენტებს აუკრძალა რუბლის გარდა სხვა ვალუტით ოპერაციების წარმოება, რეგიონისთვის პასუხისმგებელმა მთავარმა მენეჯერებმა კომპანია დატოვეს.
„მომავლისკენ ვიხედებით და ვაღიარებთ, რომ რუსეთში ოპერირება არ არის თავსებადი Binance-ის სტრატეგიასთან“, - მოჰყავს პრესსამსახურს ნორმატიული მოთხოვნების დაცვისთვის პასუხისმგებელი დირექტორის, ნოი პერლმანის სიტყვები.
Binance ყველა საბირჟო სერვისს დახურავს მიმდინარე თვის განმავლობაში, რუსეთიდან მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას ახალ პლატფორმაზე გადასვლის შესახებ.
Binance მოექცა ამერიკისა და ევროპის რეგულატორების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რომლებიც ეჭვობენ, რომ ბირჟის დახმარებით რუსულ ბიზნესს შეუძლია დასავლეთის სანქციების გვერდის ავლა. ბირჟა გადარიცხვებს იღებდა სანქცირებული რუსული ბანკებიდან, მისი მეშვეობით რუს კლიენტებს თანხის ქვეყნიდან გატანა შეუძლიათ.