Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუმშვა და მეტრო


ავტორი: თეა კეკუა

მეტრო და ჩვენც მგზავრები კუმშვადები ვართ, საოცარია ხომ?

კვეცა არა, კუმშვა, ჰოპ და უცებ სავსე ვაგონში ჩნდება ადგილები და ატომები - მოლეკულებად ვიქცევით…

მოვთვალოთ აბა, რამდენ დაღლას, ფიქრების გუდას, საზრუნავის ტვირთს დააქროლებს გლდანიდან- ვარკეთილში და პირიქით - ერთი ვაგონი, რომელშიც ვთანაბრდებით ისინი ვინც 1 ლარად ვმგზავრობთ და არის კიდევ მეორე - ბოშათა ცხოვრება, რომელიც მეტრომ აიღო თავის თავზე- შეიფარა და დღის ჭერიც უფასოდ მისცა.

მადლობა მეტროს.

წესით ასეა, ბოშები მუცელშივე ეჩვევიან მატარებლის გუგუნს და ხმაური არასდროს აღვიძებთ - ჩვენგან განსხვავებით. უფრო მეტიც, უკვე 2 წლის ბოშა ისე იჭერს ბალანსს ჩვენს მოქრიალე ვაგონში, ისე ლამაზად, თითქოს ცეკვის დროს აპაუზებდეს და ძალას იკრებდეს გამოძახილისთვის - “დეიდებო დამეხმარეთ”. დღის განმავლობაში რამდენგზის იმეორებენ, არც მინდა კონკრეტულ რიცხვში ასახული ვნახო…

ცხოვრობენ მეთქი და არ ვუტრირებ, ღმერთმანი… ამას წინათ 8-9 ბოშა ბიჭი სახლში მიდიოდა და ვაგონში ისე ერთობოდნენ, როგორც ჩვენ, ის 1ლარიანები, მისაღებ ოთახში ან საძინებელში… ვაგონი მათი იყო და ჩვენ, გადამხდელთა კლასი - სტუმრები. ვუყურეთ ბიჭების ხალისიან პერფორმანსს, ჭიდაობდნენ კიდეც და თითქოს ამ ჭიდაობაში ერთმანეთში სითბოს და ძალას ცვლიდნენ, აგროვებდნენ - მეორე სამუშაო დღის ბალანსისთვის…

ბოშებმა არ იციან როდის იწყებს თოვას ზამთარი, როდის ღებავენ ქრისტიანები კვერცხებს და როდის არის 1-ლი სექტემბერი. სიგიჟემდე მინდა კუმშვასავით საოცარი ქვეყანა, აი სადაც ყველას ექნება 1-ლი სექტემბერი დ ახალი წელი, მე მინდა ვაგონი, რომელიც ჩვენს დაღლას და დარდებს არ გადაზიდავს ჩვენს სხეულებთან ერთად და მინდა, რომ ხელმოკლე არ იღებდეს იმ ხურდას, რომელიც დათვლილი აქვს, უფრო მეტიც - გათვლილი, თუმცა მასზე უფრო ხელმოკლეს სიამოვნებით უწილადებს… არ მინდა ხურდები და ვაგონი მისაღებ ოთახად.

მგონია, რომ ზეცაც მოღრუბლული სახით დაჰყურებს ჩვენს პატარა ბოშა თანამგზავრებს და მზე არასდროს უცინის და ის არც ისე ცხრათვალაა.

თუ თვალებს დავხუჭავთ ძილის წინ, კუმშვას, მატარებელს და ჩვენს საოცარ თვისებებს დახუჭლ თვალებში კადრებად ვაქცევთ, მოდი ზაფხულის სევდის და შეჭირვების სურნელიც არ დაგვავიწყდეს. ეს სურნელი, ჩვენ უკვე მოლეკულებს, გვაზიარებინებს ერთმანეთის დილის რუტინას და გვაქცევს ერთ სხეულად - მეტროდ.

პრინციპში, მეტი გრძნობისმიერი რა გინდა მეტროში, იქ მძაფრი შეგრძნებები ოხრადაა…

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG