Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ სარჩელი შეიტანა Amazon-ის წინააღმდეგ


Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი. ვაშინგტონი, 9 მაისი, 2019.
Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი. ვაშინგტონი, 9 მაისი, 2019.

აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ (FTC) სარჩელი შეიტანა გლობალური ონლაინ ვაჭრობის გიგანტის, Amazon-ის წინააღმდეგ. Reuters-ი ამ ნაბიჯს „დიდი ხნის დაგვიანებულს“ უწოდებს. სასამართლო ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის საქმეს განიხილავს. მანამდე მთავრობას არაერთხელ გამოუთქვამს, რომ არ ეთანხმება Big Tech-ის („დიდი ხუთეული“) – Alphabet-ის (Google), Amazon-ის, Apple-ის, Meta-სა და Microsoft-ის პოლიტიკას ინტერნეტის ყველაზე მომგებიანი სეგმენტების მონოპოლიზებაში.

ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ Amazon-ი, რომლის ღირებულება 1,3 ტრილიონი დოლარია, იმაში დაადანაშაულა, რომ გამყიდველებს, რომლებიც Amazon-ზე არიან რეგისტრირებული, სხვა პლატფორმებზე შეღავათიან ფასებში ვაჭრობა ეკრძალებათ. Amazon-ი ცდილობს აიძულოს სხვა გამყიდველები, გამოიყენონ მისი საწყობები და მიტანის სერვისები. აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის თანახმად, მონოპოლისტი ამ გზით გავლენას ახდენს ფასების ზრდაზე.

FTC-ის თანახმად, Amazon-ი, როგორც მონოპოლია, ბოროტად იყენებს თავის პოზიციას. სარჩელში მოყვანილია მონოპოლისტის პლატფორმაზე მომუშავე ერთ-ერთი გამყიდველის ციტატა: „ჩვენ წასასვლელი არსად გვაქვს და Amazon-მა ეს იცის“.

სარჩელის შეტანა მოსალოდნელი იყო მრავალი საჩივრის შემდეგ, რომ „დიდი ხუთეული“ ბოროტად იყენებს დომინირებას საძიებო სისტემებში, სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მაღაზიებში.

„დიდ ხუთეულთან“ დაპირისპირების აუცილებლობა გახდა ერთ-ერთი იშვიათი მაგალითი, როდესაც დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთობლივი ხაზის გატარებაზე შეთანხმდნენ, აღნიშნავს Reuters-ი.

XS
SM
MD
LG