Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა რუსეთში შესვლა აუკრძალა 23 ბრიტანელს, მათ შორის ადმირალ ტონი რადაკინს


ადმირალი ტონი რადაკინი, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი
ადმირალი ტონი რადაკინი, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 სექტემბერს გამოაცხადა, რომ რუსეთში შესვლა აუკრძალა ბრიტანეთის 23 მოქალაქეს, მათ შორის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელს, ადმირალ ტონი რადაკინს. სამინისტროს თანახმად, ეს პირები მონაწილეობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვრთნაში ან კოორდინაციას უწევდნენ მონაცემების მოპოვებას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში ამბობს, რომ სანქციების გაფართოებას კვლავაც გააგრძელებს, საჭიროებიდან გამომდინარე.

ბრიტანეთის მთავრობამ ასობით მილიონი დოლარი შესთავაზა უკრაინას დახმარების სახით, იმ ფონზე, როცა უკრაინის ძალები იქ შეჭრილ რუსეთის არმიას ებრძვიან.

XS
SM
MD
LG