Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში


დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 24 ნოემბერი, 2020.
დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 24 ნოემბერი, 2020.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი სამშაბათს ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო თაღლითობაში - ტრამპი უკანონოდ ზრდიდა თავისი აქტივების ღირებულებას. გადაწყვეტილება ნიუ-იორკის მოსამართლე არტურ ენგორონმა მიიღო, იტყობინება Reuters-ი.

ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა ტრამპი თაღლითობაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 2022 წლის სექტემბერში.

ჯეიმსმა ტრამპი დაადანაშაულა, რომ მისი ძირითადი კომპანია, The Trump Organization-ი, ათი წლის განმავლობაში ატყუებდა ფინანსურ მარეგულირებელ ორგანოებს თავისი აქტივების ღირებულების შესახებ, რათა საბანკო შეღავათებით ესარგებლა საკრედიტო და სადაზღვევო მომსახურებისას.

ეს არ არის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება შტატის პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის სამოქალაქო სარჩელზე, მისი განხილვა 2 ოქტომბრიდან გაგრძელდება, იტყობინება ამერიკული მედია.

ეს ერთ-ერთია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული რამდენიმე საქმიდან. წელს მას ოთხი ბრალდება წაუყენეს:

  • შეთქმულებაში, რამაც გამოიწვია კაპიტოლიუმის შტურმი 2021 წლის იანვარში;
  • შეთქმულებაში ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით;
  • საიდუმლო დოკუმენტების შენახვაში „მარ-ა-ლაგოს“ მამულში;
  • ფინანსური დოკუმენტების გაყალბებაში.
XS
SM
MD
LG