Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ბულგარეთის ხუთი მოქალაქე ლონდონის სასამართლოს წინაშე წარდგა


უესტმინსტერის ქვედა ინსტანციის სასამართლო. ლონდონი, 11 აპრილი, 2019.
უესტმინსტერის ქვედა ინსტანციის სასამართლო. ლონდონი, 11 აპრილი, 2019.

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ბულგარეთის ხუთი მოქალაქე სასამართლოს წინაშე წარდგა. სამ მამაკაცსა და ორ ქალს ბრალი ედება 2020 წლის აგვისტოდან 2023 წლის თებერვლის პერიოდში „შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის შეგროვება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იქნებოდა სასარგებლო მტრისთვის,“ კერძოდ, რუსეთისთვის.

45 წლის ორლინ რუსევი, 41 წლის ბიზერ ჯამბაზოვი, 31 წლის კატრინ ივანოვა, 31 წლის ივან სტოიანოვი და 29 წლის ვანია გაბეროვა 26 სექტემბერს ვიდეოჩართვის მეშვეობით მონაწილეობდნენ ლონდონის უესტმინსტერის ქვედა ინსტანციის სასამართლოს სხდომაში. სასამართლო სხდომას წინასწარი ხასიათი ჰქონდა და ზოგადი დეტალების გარკვევას ისახავდა მიზნად.

ჯგუფის საქმიანობის დიდი ნაწილი უცხოეთში ხორციელდებოდა, მაგრამ კოორდინაცია დიდ ბრიტანეთში ხდებოდა. მათ თებერვალში წაუყენეს ბრალდება, მაგრამ ამ შემთხვევის შესახებ მხოლოდ გასულ თვეში გახდა ცნობილი.

გამოძიების ინფორმაციით, როდესაც რუსევი, ჯამბაზოვი და ივანოვა მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს, მათ ერთბაშად რამდენიმე ქვეყნის: დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთისა და ჩეხეთის მოქალაქეების პასპორტები აღმოაჩნდათ.

XS
SM
MD
LG