25 სექტემბერს მძლავრი აფეთქება მოხდა მთიან ყარაბაღში, სტეფანაკერტი-ასკერანის გზატკეცილთან ახლოს მდებარე საწვავის საწყობში. არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულ მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონზე ამჟამად აზერბაიჯანის ხელისუფლება იბრუნებს კონტროლს, გასულ კვირაში წარმოებული სწრაფი სამხედრო შეტევის შემდეგ.
სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი პირების განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანები საავადმყოფოებში წაიყვანეს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობენ სამაშველო ბრიგადები.