Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აცხადებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალი ემსხვერპლა გასულ კვირაში უკრაინის მიერ განხორციელებულ შეტევას

კიევი: ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში 22 სექტემბერს უკრაინის მიერ რუსეთის ფლოტის შტაბ-ბინაზე განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა შორის იყვნენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალი და კიდევ 33 ოფიცერი.

უკრაინის არმიამ 25 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში 22 სექტემბერს უკრაინის მიერ რუსეთის ფლოტის შტაბ-ბინაზე განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა შორის იყვნენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალი და კიდევ 33 ოფიცერი.

განცხადებაში სარდალი სახელი დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ამ პოსტზე 2022 წლის აგვისტოში დანიშნეს ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი. განცხადების თანახმად, დაიჭრა 100-ზე მეტი პირი.

რუსეთის წარმომადგენლებმა მსხვერპლის გაცილებით უფრო დაბალი მონაცემი დაასახელეს და თქვეს, რომ თავდასხმის შემდეგ ერთი პირი დაიკარგა უგზო-უკვლოდ.

13 სექტემბერს სევასტოპოლის გემთსაშენ ობიექტზე მიტანილ იერიშს რუსეთის ფლოტის 62 წევრი შეეწირა, დაზიანდა წყალქვეშა ხომალდი - იუწყება კიევი.

XS
SM
MD
LG