Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი ნახიჩევანში შეხვდა ალიევს


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 25 სექტემბერს ჩავიდა აზერბაიჯანის ექსკლავში, ნახიჩევანში - რომელიც ესაზღვრება სომხეთს, ირანსა და თურქეთს - და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე.

ერდოანმა და ალიევმა მონაწილეობა მიიღეს იმ გაზსადენის გახსნაში, რომელიც ნახიჩევანს დააკავშირებს აღმოსავლეთ თურქეთის იგდირის რეგიონთან.

ერდოანის ვიზიტის ფონია ათასობით ეთნიკური სომხის გასვლა აზერბაიჯანის სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან, მას შემდეგ, რაც ბაქომ გასულ კვირაში იქ ეთნიკური სომეხი სეპარატისტები სწრაფი სამხედრო ოპერაციით დაამარცხა.

XS
SM
MD
LG