Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჭიდავე ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა


ლერი აბულაძე
ლერი აბულაძე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ლერი აბულაძემ 2023 წლის სეზონი ოქროს დუბლით დაასრულა. გაზაფხულზე მოპოვებულ ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს დღეს ლერიმ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მიამატა.

ბელგრადში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე ოთხი შეხვედრა მოიგო. ფინალამდე თურქ, უკრაინელ და ფრანგ მეტოქეებს აჯობა, საჩემპიონო ბრძოლაში კი აზერბაიჯანელი მურად მამადოვი დაამარცხა.

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. 2021 და 2022 წლებში მიზნამდე თითო გამარჯვება დააკლდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სულ ორი მედალი მოიპოვა. აბულაძის გარდა, კვარცხლბეკზე ნუგზარ წურწუმია ავიდა - 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან მეორე ადგილი დაიკავა.

XS
SM
MD
LG