საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან სლემზე - წაუგებლად გამოვიდა და ოქროს მედალს დაეუფლა. ოცდაორი წლის ქართველმა სპორტსმენმა ბაქოში გამართულ შეჯიბრებაზე, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალის გზაზე რუსი, ბრიტანელი, ხორვატი და ფრანგი მეტოქეები ჩამოიშორა. გადამწყვეტ შეხვედრაში იგი კიდევ ერთ რუსს - მატვეი კანიკოვსკის - დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა.
დღესვე, ბაქოს გრანდ სლემის ფინალში საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანი (+100 კგ) გურამ თუშიშვილიც გავიდა, მაგრამ საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.