Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უთანხმოების ფონზე პოლონეთის ლიდერი უკრაინას დახმარებას ჰპირდება მარცვლეულის გადაზიდვაში


ანჯეი დუდა, პოლონეთის პრეზიდენტი
ანჯეი დუდა, პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთი კვლავ მზადაა, უკრაინას დახმარება გაუწიოს მარცვლეულის ექსპორტში გლობალურ ბაზრებზე, ევროპის გარეთ, მიუხედავად მიმდინარე უთანხმოებისა საკუთრივ პოლონეთის ბაზრის ხელმისაწვდომობის გარშემო - აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა.

დუდამ დაიცვა თავისი მთავრობის გადაწყვეტილება, შენარჩუნდეს აკრძალვა უკრაინის მარცვლეულის პოლონეთში გაყიდვაზე. 24 სექტემბერს მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში დუდამ თქვა, რომ პოლონელი ფერმერების და სოფლის მეურნეობის ბაზრის მხარდასაჭერად რადიკალური ზომების გატარებაა საჭირო.

თუმცა, დუდას თქმით, მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის მარცვლეულის ტრანზიტი პოლონეთის ტერიტორიაზე, რათა მარცვლეულმა ჩააღწიოს ღარიბ ქვეყნებში, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ.

XS
SM
MD
LG