Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ თეირანში გააუვნებელყო 30 ბომბი, დააკავა 28 პირი


საილუსტრაციო ფოტო: ირანელი სამართალდამცველები თეირანის ქუჩაში. 2023 წლის აპრილი
საილუსტრაციო ფოტო: ირანელი სამართალდამცველები თეირანის ქუჩაში. 2023 წლის აპრილი

ირანში გააუვნებელყვეს 30 ბომბი, რომლებიც, როგორც აცხადებენ, ერთდროულად უნდა აფეთქებულიყო თეირანში, და დააკავეს ექსტრემისტულ ჯგუფთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან", კავშირების მქონე 28 ტერორისტი - იუწყება ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი 24 სექტემბერს, დაზვერვის სამინისტროზე დაყრდნობით.

"'ისლამური სახელმწიფოს' ზოგიერთ წევრს და ბოროტმოქმედებს აქვთ ისტორია ტაკფირის ჯგუფებთან კავშირებისა სირიაში, ავღანეთში, პაკისტანში და ერაყის ქურთისტანის რეგიონში", - დასძენს სამინისტრო განცხადებაში.

ექსტრემისტულმა ჯგუფმა ირანში რამდენიმე თავდასხმა განახორციელა, მათ შორის - ორმაგი აფეთქება 2017 წელს, რომლის სამიზნეც ირანის პარლამენტი და ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის საფლავი იყო.

XS
SM
MD
LG