Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში გაიმართა ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნების მომხრეთა აქცია


ლონდონში გაიმართა აქცია ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნების მოთხოვნით, 2023 წლის 23 სექტემბერი
ლონდონში გაიმართა აქცია ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნების მოთხოვნით, 2023 წლის 23 სექტემბერი

23 სექტემბერს ლონდონის ცენტრში ასობით მოქალაქემ გამართა აქცია, ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნების მოთხოვნით.

"დაბრუნების ეროვნული მსვლელობა" (NRM) ჰაიდ პარკთან შეიკრიბა, დემონსტრანტებს ხელში ევროკავშირის დროშები ეჭირათ. მსვლელობა, რომელსაც თან სიგნალებით მიყვებოდნენ მხარდამჭერი მოტოციკლისტები, პარლამენტის მოედანზე უნდა დასრულებულიყო.

დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით "ევროკავშირში დაბრუნების გზა იწყება აქ", და "დაბრუნდი, გაიხარე".

NRM-ის მოძრაობა მხარს უჭერს დაბრუნებას ევროკავშირში, საიდანაც ბრიტანეთი გავიდა 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ.

XS
SM
MD
LG