Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა 90-მდე რუს კაცს, რომელმაც უარი განაცხადა არმიაში გაწვევაზე


წვევამდელები რუსეთში
წვევამდელები რუსეთში

გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა 90-მდე რუს კაცს, რომელმაც უარი განაცხადა რუსეთის არმიაში გაწვევაზე - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 სექტემბერს.

თავშესაფრის მიღების განაცხადი წარადგინა 3500-მდე კაცმა, ჯერჯერობით დაკმაყოფილებას ან უარს დაექვემდებარა 1500 განაცხადი - ამბობენ ოფიციალური პირები.

ლტოლვილის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გამოაქვთ გერმანიის სასამართლოებს, გადაწყვეტილება დამოიკიდებულია იმაზე, თუ რამდენად განსაკუთრებულად მძიმე სასჯელი ემუქრება პირს თავის ქვეყანაში, რადგან ის დისკრიმინირებულ ჯგუფს წარმოადგენს. მხოლოდ გაწვევაზე უარი არ წარმოადგენს თავშესაფრის მიღების საფუძველს.

XS
SM
MD
LG