Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიაში, რუსეთთან საზღვართან დააკავეს "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლი


ანდრეი მედვედევი, "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლი
ანდრეი მედვედევი, "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლი

22 სექტემბერს ნორვეგიის პოლიციამ რუსეთთან საზღვრის სიახლოვეს დააკავა რუსეთის კერძო გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლი, - იუწყება ნორვეგიის გამოცემა Barents Observer-ი. გამოცემის თანახმად, დაკავებული პირი ღამის საათებში საზღვრისკენ მიემართებოდა, მისი გადაკვეთის მიზნით იქ, სადაც გამშვები პუნქტი არ არის.

დაკავებული პირი, ანდრეი მედვედევი რუსეთიდან ნორვეგიაში გაიქცა, უკრაინაში "ვაგნერის" შემადგენლობაში ბრძოლის შემდეგ და აცხადებდა, რომ მზად იყო ჩვენება მიეცა ომის დანაშაულებზე, რომლებსაც, მისი თქმით, სჩადიოდა "ვაგნერის" აწ გარდაცვლილი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი.

ნორვეგიის მთავრობას არ მიუღია გადაწყვეტილება მედვედევის თავშესაფრის თხოვნაზე. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მედვედევმა ჟურნალისტს უთხრა, რომ ეშინია უკრაინაში ექსტრადიციის.

XS
SM
MD
LG