Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა მიიღო კანონი, რომელიც ქალებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ჰიჯაბის იგნორირებისთვის


ირანის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი „ჰიჯაბისა და უბიწოების“ შესახებ, რომელიც 10 წლით პატიმრობას ითვალისწინებს ქალებისთვის, რომლებიც „აბუჩად აიგდებენ ისლამურ დრესკოდს“, - იუწყება „გარდიანი“.

დოკუმენტის მიღებას მხარი 152-მა დეპუტატმა დაუჭირა, 34 წინააღმდეგ იყო, კიდევ შვიდმა კი თავი შეიკავა. ახლა კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს გუშაგთა საბჭომ, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.

ამჟამად ხელისუფლების თვალსაზრისით შეუსაბამო გარეგნობის გამო პოლიცია აკავებს ქალებს და აიძულებს მათ, გადაიხადონ ჯარიმები.

გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა ახალ კანონს უწოდეს "გენდერული აპარტეიდის ტოლფასი" დოკუმენტი და სურვილი იმისა, რომ ქალებს სრულ მორჩილებაში ყოფნა აიძულონ.

ირანის ხელისუფლების ჩანაფიქრით, უფრო მკაცრი ჯარიმები ჰიჯაბის იგნორირებისთვის გააძლიერებს კონტროლს რელიგიური წესების დაცვაზე.

2022 წლის შემოდგომაზე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ, ბევრმა ირანელმა ქალმა საზოგადოებრივ ადგილებში თავსაბურავის ტარების უგულებელყოფა დაიწყო. არაოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ახლა ისლამური რესპუბლიკის მცხოვრებლების დაახლოებით 20 პროცენტი ქუჩაში გამოდის შიშველი თავებით, ჯინსებით და სხვა მსგავსი ტანსაცმლით.

XS
SM
MD
LG