რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, რომელიც ირანში იმყოფება, ირანელ კოლეგასთან მოჰამედ რეზა აშტიანისთან მოლაპარაკებების დროს დაადასტურა თავისი მზადყოფნა სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობისთვის „3+3“ ფორმატში. ამის შესახებ ტასი იუწყება სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით.
შოიგუმ სოლიდარობა გამოუცხადა კოლეგას, რომ „3+3“ ფორმატი კავკასიის რეგიონში არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების საუკეთესო საშუალებაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე მხარი დაუჭირა ისლამური რესპუბლიკის პოზიციას კავკასიაში ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით და გააკრიტიკა მესამე ქვეყნების ყოფნა რეგიონში.
თავის მხრივ, აშტიანიმ განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ირანის ერთ-ერთი „წითელი ხაზია“. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის წარმატებულ გამოცდილებას, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ირანის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა გამოთქვა რწმენა, რომ სამხედრო და თავდაცვის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთქმედება დროთა განმავლობაში განვითარდება, რადგან ეს სრულად აკმაყოფილებს ორივე მხარის ინტერესებს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან გუშინ ნიუ-იორკში შეხვედრის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბოდლაჰიანმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ
„ირანის ისლამური რესპუბლიკა ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად ცნობს, მაგრამ მხარეებს შორის უთანხმოება უნდა მოგვარდეს დიალოგით, პოლიტიკური საშუალებებით“.