Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ უარი თქვა ამერიკელი რეპორტიორის, გერშკოვიჩის ახალი საჩივრის განხილვაზე


 ევან გერშკოვიჩი სასამართლოზე. 18 აპრილი, 2023 წელი
ევან გერშკოვიჩი სასამართლოზე. 18 აპრილი, 2023 წელი
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 19 სექტემბერს უარი თქვა ამერიკელი რეპორტიორის, ევან გერშკოვიჩის ბოლო სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რომელიც შეეხება მის წინასწარ პატიმრობას. საჩივარი, პროცედურული დარღვევების მოტივით, საქალაქო სასამართლომ უკან გადაუგზავნა ლეფორტოვოს რაიონულ სასამართლოს.
გერშკოვიჩი, Wall Street Journal-ის რეპორტიორი, 29 მარტს დააკავეს ქალაქ ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლო პროცესის თარიღი არ არის დანიშნული, გასულ თვეში კი გერშკოვიჩს მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში პატიმრობა სამი თვით, 30 ნოემბრამდე გაუგრძელეს.
XS
SM
MD
LG