Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გაეროს სასამართლოს მოუწოდებს, უგულებელყოს უკრაინის საჩივარი გენოციდზე


მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს შენობა ჰააგაში
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს შენობა ჰააგაში

18 სექტემბერს რუსეთმა ჰააგაში გაეროს უზენაეს სასამართლოს მოუწოდა, უგულებელყოს, მისი თქმით, "უიმედოდ არასწორი" საჩივარი, რომელიც ეწინააღმდეგება მოსკოვის განაცხადს - რომ უკრაინაში მისი შეჭრის მიზანი იყო გენოციდის არდაშვება.

რუსეთი ამ თხოვნით გამოვიდა წინასწარი მოსმენის პირველ სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში კიევის მიერ შეტანილ სარჩელს.

კიევი მიიჩნევს, რომ მოსკოვი საერთაშორისო სამართალს არღვევს, როცა აცხადებს, რომ შეჭრა გამართლებული იყო აღმოსავლეთ უკრაინაში თითქოს გენოციდის არდაშვებით. კიევი აცხადებს, რომ გენოციდის საფრთხე არ არსებობდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს 2014 წლიდან ებრძვის - და რომ გენოციდზე ხელშეკრულება არ უშვებს ქვეყანაში შეჭრას გენოციდის აღკვეთის საბაბით.

XS
SM
MD
LG