Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადა 33 მილიონ კანადურ დოლარს გაიღებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესასყიდად


კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 10 ივნისი, 2023 წელი
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 10 ივნისი, 2023 წელი
კანადა 33 მილიონ კანადურ დოლარს (24.5 მილიონი ამერიკული დოლარი) შეიტანს საერთო თანხაში, რომელსაც ბრიტანეთი განაგებს და რომლითაც შეისყიდიან საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას უკრაინისთვის, რათა დაეხმარონ მას რუსეთის სარაკეტო და უპილოტო საფრენი მოწყობილობების თავდასხმების თავიდან აცილებაში, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა 17 სექტემბერს.
ბლერმა თქვა, რომ ეს თანხმა იყო ნაწილი კიევისთვის 500 მილიონი კანადური დოლარის (370 მილიონი ამერიკული დოლარი) ოდენობის სამხედრო დახმარებისა, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ივნისში გამოაცხადა.
კანადა, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი უკრაინული დიასპორა ცხოვრობს, კიევის აქტიური მხარდამჭერია. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოტავამ 8 მილიარდი კანადური დოლარის (5,99 მილიარდი ამერიკული დოლარი) დახმარება გამოყო, მათ შორის დაახლოებით 1,8 მილიარდი კანადური დოლარი (1,3 მილიარდი ამერიკული დოლარი) - სამხედრო დახმარების სახით.
XS
SM
MD
LG