გერმანიის პოლიციამ განაცხადა, რომ ათობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 26 პოლიციელი დაშავდა ქალაქ შტუტგარტში, ერიტრეის კულტურულ ფესტივალზე მომხდარი არეულობის დროს.
16 სექტემბერს, ღონისძიების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, დაახლოებით 200 მომიტინგე შეიკრიბა გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე და პოლიციელებსა და ღონისძიების მონაწილეებს ქვების, ბოთლებისა და სხვა ნივთების სროლა დაუწყო.