სეტყვამ დააზარალა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები, რომელთა მოსახლეობის ნაწილს ვენახები დასაკრეფი აქვს.
დაისეტყვა ყვარლის რაიონის სოფლები შილდა, გრემი, საბუე და ალმატი. ასევე ლაგოდეხის და თელავის რამდენიმე სოფელი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ უამინდობის გამო საკარმიდამო ნაკვეთებში გასვლას ვერ ახერხებენ, შესაბამისად, ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში მუშაობენ და დაზუსტებული მონაცემები ხვალ დილით ექნებათ.
კახეთში სეტყვა 2 სექტემბერსაც მოვიდა. ახმეტის, თელავის და გურჯაანის სოფლებში ყურძნის მოსავლის ნაწილი განადგურდა.