Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიმატის დამცველმა აქტივისტებმა საღებავი შეასხეს ბრანდენბურგის ჭიშკარს


პოლიციის თანახმად, საღებავი შეასხეს ნაგებობის ექვსივე სვეტს აღმოსავლეთის მხრიდან.
პოლიციის თანახმად, საღებავი შეასხეს ნაგებობის ექვსივე სვეტს აღმოსავლეთის მხრიდან.
კლიმატის დამცველი გაერთიანების - „უკანასკნელი თაობის“ - წევრებმა ნარინჯისფერი საღებავი შეასხეს გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოს, ბრანდენბურგის ჭიშკარს.

პოლიციის თანახმად, საღებავი შეასხეს ნაგებობის ექვსივე სვეტს აღმოსავლეთის მხრიდან. აქციის მონაწილეები დააკავეს.

არსებული ცნობით, საღებავი მოასხეს ასევე მიმდებარე პარიზის მოედანზე.

გაერთიანება „უკანასკნელი თაობა“ მოითხოვს პოლიტიკურ ცვლილებას კლიმატის დაცვის სფეროში. მათი ლოზუნგია: „უარი წიაღისეულს - წინ სამართლიანისკენ“.
გაერთიანების მიზანია, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზით აიძულონ მთავრობები, შეასრულონ პარიზის კლიმატის დაცვის შეთანხმების პირობები.
XS
SM
MD
LG