Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის დედაქალაქში ადგილობრივი არჩევნებია - პრემიერ ფაშინიანისთვის სერიოზული გამოცდა


ერევნის მერია. 23 აგვისტო, 2023 წელი
ერევნის მერია. 23 აგვისტო, 2023 წელი
17 სექტემბერს ერევანში ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ირჩევენ. კენჭისყრა ითვლება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისთვის სერიოზულ გამოცდად.
ამომრჩევლები ხმას აძლევენ მუნიციპალური კრების წევრებს და განსაზღვრავენ ქალაქის მერის ვინაობას მომავალი ხუთი წლით. კრების, რომელსაც უხუცესთა საბჭო ეწოდება, 65 ადგილზე პრეტენზიას აცხადებენ 13 პოლიტიკური პარტიის და ერთი ბლოკის წარმადგენლები.
კენჭისყრა ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო ხელშეკრულების“ პირველი სერიოზული გამოცდაა 2021 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, როცა მან დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ერევანში ხმის უფლების მქონეთა რიცხვი 825 ათასია და ისინი მთელი ქვეყნის ამომრჩევლების თითქმის მესამედს შეადგნენ.

თითოეული პოლიტიკური ერთობის პირველი ნომრები, გამარჯვების შემთხვევაში, ასევე პრეტენზიას გამოაცხადებენ ერევნის მერობაზე.

მმართველი „სამოქალაქო ხელშეკრულებიდან“ ერევნის მერობის კანდიდატია მოქმედი ვიცე-მერი ტიგრან ავინიანი. მის მთავარ მეტოქედ მიიჩნევენ ერევნის ყოფილ მერს, აიკ მარუთიანს, პარტიიდან „ეროვნული პროგრესი“.

XS
SM
MD
LG