Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მცხოვრებმა ირანელებმა პარლამენტთან აქცია გამართეს მაჰსა ამინის სიკვდილის წლისთავის აღსანიშნავად


აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით, „ძირს დიქტატურა“, „ჩვენ დიდი ერი ვართ, ირანს დავიბრუნებთ!“ აქციაზე გამოტანილი იყო სხვადასხვა ვითარებაში დაღუპულთა ფოტოები.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით, „ძირს დიქტატურა“, „ჩვენ დიდი ერი ვართ, ირანს დავიბრუნებთ!“ აქციაზე გამოტანილი იყო სხვადასხვა ვითარებაში დაღუპულთა ფოტოები.
საქართველოში მცხოვრებმა ირანელებმა 16 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გამართეს აქცია, რომელიც უკავშირდებოდა ერთი წლის წინ თეირანში 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს.
ამინი „მორალის პოლიციამ“ დააკავა და ის საპატიმროში გარდაიცვალა.
ამინის სიკვდილს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო ანტისამთავრობო გამოსვლები მთელ ირანში.
თბილისში შეკრებილები საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ დემოკრატიული ფასეულობებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისკენ.
მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით, „ძირს დიქტატურა“, „ჩვენ დიდი ერი ვართ, ირანს დავიბრუნებთ!“ აქციაზე გამოტანილი იყო სხვადასხვა ვითარებაში დაღუპულთა ფოტოები.
ზოგიერთ მონაწილეს აქციაზე მიტანილი ჰქონდა ირანის ყოფილი შაჰის, ასევე მისი ვაჟის ფოტოები.

XS
SM
MD
LG