Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი გემი გაემართა უკრაინის შავი ზღვის ნავსადგურებისკენ მარცვლეულის ჩასატვირთად


გემის დატვირთვა ოდესის ნავსადგურში, 2022 წლის დეკემბერი (საილუსტრაციო ფოტო)
გემის დატვირთვა ოდესის ნავსადგურში, 2022 წლის დეკემბერი (საილუსტრაციო ფოტო)

16 სექტემბერს უკრაინის ნავსადგურებისკენ ორი სატვირთო გემი გაემართა, რომლებმაც პირველებმა გამოიყენეს დროებითი დერეფანი შავი ზღვის ნავსადგურებში შესასვლელად და მარცვლეულის ჩასატვირთად აფრიკისა და აზიის ბაზრებისათვის, განუცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა Reuters-ს.

გასულ თვეში უკრაინამ გამოაცხადა "ჰუმანიტარული დერეფნის" შესახებ შავ ზღვაში, რათა გათავისუფლდეს 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ თავის ნავსადგურებში ჩარჩენილი გემები და გვერდი აუაროს ფაქტობრივ ბლოკადას, მას შემდეგ, რაც რუსეთი გავიდა შეთანხმებიდან, რომელიც კიევს მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევდა.

ამ დრომდე ხუთმა გემმა დატოვა ოდესის ნავსადგური დერეფნის გამოყენებით, რომელიც შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე გადის, რუმინეთისა და ბულგარეთის სიახლოვეს.

XS
SM
MD
LG