Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში თავდაცვის ხარჯების დიდ ზრდას გეგმავს


Reuters-ის ცნობით, უკრაინის მთავრობამ 15 სექტემბერს დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და დაგეგმა თავდაცვის ხარჯების გაზრდა.

მას დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერის იმედი აქვს მოსალოდნელი დეფიციტის დასაფარად. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში დეფიციტი 1548 ტრილიონ ჰრივნიას (42 მილიარდი დოლარი) შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 20.4 პროცენტს შეადგენს.

მომავალ წელს უკრაინის ბიუჯეტის მთელი დაგეგმილი ხარჯების ნახევარზე მეტი, ანუ 1,7 ტრილიონი ჰრივნია დაგეგმილია თავდაცვის სექტორისთვის, რათა მოხდეს ომის დაფინანსება რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში. კანონპროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

XS
SM
MD
LG