2022 წლის 16 სექტემბერს ირანში, თეირანში, "მორალის პოლიციის" მიერ დაკავებული ირანელი ქურთი ქალის, 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის ერთი წლისთავის აღსანიშნავად ლონდონის ცენტრში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა.
შარშან ამინის სიკვდილის შემდეგ მთელ ირანში თვეების განმავლობაში ეწყობოდა მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც სასტიკად უსწორდებოდა ხელისუფლება.
ლონდონში 16 სექტემბერს შეკრებილები გაიძახოდნენ საპროტესტო მოძრაობის ლოზუნგად ქცეულ სიტყვებს: „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.
თავსაფრის არასწორი ტარების გამო დაკავებული მაჰსა ამინის სიკვდილის წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრები გაიმართა ასევე რომში, ბერლინსა და სხვა ქალაქებში.