Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ელჩი რუსეთში საპატიმროში მყოფ, Wall Street Journal-ის რეპორტიორს შეხვდა


ევან გერშკოვიჩი თავის სასამართლოზე მოსკოვში. 22 ივნისი, 2023 წელი
ევან გერშკოვიჩი თავის სასამართლოზე მოსკოვში. 22 ივნისი, 2023 წელი

აშშ-ის ელჩი რუსეთში, ლინ ტრეისი, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვდა Wall Street Journal-ის საპატიმროში მყოფ რეპორტიორს, ევან გერშკოვიჩს.

ეს ელჩის მეოთხე ასეთი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ამერიკელი ჟურნალისტი მარტში დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით, რომელსაც ის უარყოფს.

მოსკოვში აშშ-ის საელჩომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ გერშკოვიჩი "მედგრად არის და თვალს ადევნებს ახალ ამბებს."

საელჩო დასძენს: "ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მისი და პოლ ველანის დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ".

რუსეთი მტკიცებულების წარდგენის გარეშე აცხადებს, რომ გერშკოვიჩი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მოგზაურობისას სამხედრო საიდუმლოების მოპოვებას ცდილობდა. Wall Street Journal-ი ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG