Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების შესვლას პოლონეთიც კრძალავს


პოლონეთ-რუსეთის საზღვარი. 2023 წელი
პოლონეთ-რუსეთის საზღვარი. 2023 წელი
პოლონეთი რუსეთის მოსაზღვრე კიდევ ერთი - მეხუთე ქვეყანაა, რომელიც კრძალავს თავის ტერიტორიაზე რუსულნომრიანი ავტომანქანების შესვლას.
ამის შესახებ 16 სექტემბერს გამოაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ. აკრძალვა, მინისტრის თქმით, ძალაში შევა 17 სექტემბრიდან.
ახალი ამბების სააგენტო PAP-ს მოჰყავს მინისტრის სიტყვები, რომ აკრძალვა რუსეთის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების კიდევ ერთი ნაწილია.
რუსულნომრიანი მანქანების მათ ტერიტორიებზე შესვლა უკვე აკრძალეს ლატვიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ასევე ფინეთმა. ფინეთში უკვე მყოფ ავტომანქანებს ნახევარი წელი მიეცათ ქვეყნის დასატოვებლად.
ვილნიუსმა გამონაკლისი დაუშვა კალინინგრადში ან იქიდან მომავალი მანქანებისთვის.
XS
SM
MD
LG