Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Jerusalem Post-მა პრიგოჟინი ყველაზე გავლენიანი ებრაელების სიაში შეიყვანა


ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

ისრაელის გაზეთმა The Jerusalem Post-მა, რომელიც ყოველწლიურად ადგენს მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიანი ებრაელის სიას, 2023 წლის რეიტინგში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინიც შეიყვანა.

რუს ბიზნესმენს ბოლო ადგილი ერგო ძირითადი სიის გარეთ, „პოსტსკრიპტუმში“. ბიოგრაფიულ ინფორმაციაში კი აღნიშნულია, რომ პრიგოჟინმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა, პირველ რიგში - კერძო უსაფრთხოების კომპანია „ვაგნერის“ საქმიანობის გამო.

გაზეთი ირწმუნება, რომ 62 წლის პრიგოჟინი, რომელიც 23 აგვისტოს ტვერის მახლობლად ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მამით ებრაელი იყო და ისრაელში დაბრუნების უფლება ჰქონდა.

გაზეთმა რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი ისრაელის მეგობრობის ფონდის პრეზიდენტთან, იაელ ეკშტეინთან ერთად რეიტინგის 22-ე ხაზზე დააყენა და მათ უწოდა ებრაელები, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს.
რეიტინგს სათავეში უდგას ამერიკული კომპანია Open AI-ის ხელმძღვანელი სემ ალტმანი.

გასულ წელს, „იერუსალიმის პოსტის“ მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ებრაელების რეიტინგში პირველი ადგილი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიკავა. წელს გამოცემას ზელენსკი ამ სიაში არ შეუყვანია.

XS
SM
MD
LG