Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი სუროვიკინი ტელეგრამის არხებმა აფრიკაში აღმოაჩინეს


გენერალი სერგეი სუროვიკინი
გენერალი სერგეი სუროვიკინი

ომის მომხრე რუსეთის ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს სავარაუდოდ ალჟირში გადაღებული, უკრაინაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების ყოფილი სარდლის, სერგეი სუროვიკინის ფოტოები. იტყობინებიან, რომ რუსი სარდალი იქ ადგილობრივი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შეხვდა.

არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი საჯაროდ აღარ გამოჩენილა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წინააღმდეგ 2023 წლის 23-24 ივნისს ორგანიზებული „ამბოხების“ შემდეგ. სუროვიკინმა მაშინ ვიდეომიმართვა ჩაწერა და „ვაგნერელებს“ დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ივნისის ბოლოს, რუსეთის და დასავლეთის მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ გენერალი სუროვიკინი დააკავეს „პრიგოჟინის ამბოხებასთან“ კავშირის გამო, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

სავარაუდოდ ალჟირში გადაღებულ ფოტოებზე, სუროვიკინი, სხვა რუსებისგან განსხვავებით, არ არის სამხედრო ფორმაში, რაც ჯარიდან მის გათავისუფლებას შეიძლება ნიშნავდეს.

არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი იყო 2017 წლიდან. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, იგი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების გაერთიანებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.

ინფორმაცია, რომ სუროვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სხვადასხვა წყაროთი 22 აგვისტოს გავრცელდა.

XS
SM
MD
LG