Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვის პრეზიდენტმა მოციგურავე მარგარიტა დრობიაზკოს მოქალაქეობა ჩამოართვა რუსეთში გამოსვლებისთვის


მარგარიტა დრობიაზკო და პოვილას ვანაგასი
მარგარიტა დრობიაზკო და პოვილას ვანაგასი

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ხელი მოაწერა მოციგურავე მარგარიტა დრობიაზკოსთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულებას.

სპორტსმენი ქვეყნის სახელით ხუთჯერ მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებში, მაგრამ ლიეტუვის მოქალაქეობის საკითხების კომისია მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის რეკომენდაციით გამოვიდა, რადგან დრობიაზკომ რუსეთში გამართულ ფიგურული ციგურაობის შოუებში იასპარეზა.

ლიეტუვის მაუწყებლის, LRT-ის თანახმად, კომისიაში მიიჩნევენ, რომ იგი საჯაროდ უჭერს მხარს კრემლის რეჟიმს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.

სპორტსმენი უარყოფს კრემლის მხარდაჭერას ამ ომში. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წვერებისადმი საჯარო მიმართვის დროს, დრობიაზკომ განაცხადა, რომ აქვს უფლება არ გაამჟღავნოს საკუთარი პოზიცია, თუ არ შეუძლია, არ სურს ან არ არის მზად ამის გასაკეთებლად.

ლიეტუვის ფიგურული სრიალის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლილია ვანაგენემ ადრე განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ „სპორტსმენებმა უკრაინას ერთმნიშვნელოვნად დაუჭირეს მხარი“.

XS
SM
MD
LG