Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთმა აკრძალა ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების შესვლა


ფინეთ-რუსეთის საზღვარი
ფინეთ-რუსეთის საზღვარი

ესტონეთისა და ლატვიის შემდეგ, ფინეთის ხელისუფლებამ აკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსულნომრიანი მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.

ფინეთის ნაციონალური ტელერადიოკომპანია Yle-ს ცნობით, შეზღუდვა ძალაში შევა 16 სექტემბრიდან. ხოლო იმ მანქანებმა, რომლებიც უკვე იმყოფებიან ფინეთში, ქვეყნის ტერიტორია ნახევარი წლის განმავლობაში უნდა დატოვონ.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ფინეთმა გადახედა ევროკავშირის რეკომენდაციების ინტერპრეტაციას რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული მანქანების იმპორტის შესახებ.

"წესებიდან იქნება გამონაკლისები. შესვლის აკრძალვა არ ვრცელდება ევროკავშირის მოქალაქეებზე და მათ უახლოეს წრეზე, დიპლომატიური მისიების თანამშრომლებზე ან ჰუმანიტარული მიზეზების გამო ფინეთში მოგზაურებზე", - განაცხადა ელინა ვალტონენმა.

ფინეთი გახდა რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის მეოთხე ქვეყანა, რომელიც კრძალავს რუსული სამგზავრო მანქანების შესვლას. ადრე იგივე გააკეთეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ. ვილნიუსმა გამონაკლისი დაუშვა კალინინგრადში ან იქიდან მომავალი მანქანებისთვის.

პოლონეთი დარჩა რუსეთის მოსაზღვრე ერთადერთი ევროკავშირის ქვეყანა, რომელმაც არ გამოაცხადა რუსულნომრიანი მანქანების შესვლის აკრძალვა. ამასთან, რუსულნომრიანი მანქანების მფლობელები აცხადებენ, რომ მათ ასევე ეკრძალებათ იმ ქვეყნებში შესვლა, სადაც აკრძალვაზე ცალკე კომენტარი არ გაკეთებულა.

XS
SM
MD
LG