Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთმა ქვეყნიდან გააძევა ბრატისლავაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი


რუსეთის საელჩოს შენობა ბრატისლავაში. 22 აპრილი, 2021 წელი
რუსეთის საელჩოს შენობა ბრატისლავაში. 22 აპრილი, 2021 წელი

სლოვაკეთმა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყნიდან აძევებს რუსეთის საელჩოს თანამშრომელს ბრატისლავაში იმ ქმედებების გამო, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის "პირდაპირი დარღვევაა."

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიბარა რუსეთის ელჩი სლოვაკეთში იგორ ბრატჩიკოვი და აცნობა, რომ საელჩოს თანამშრომელმა, რომლის ვინაობაც არ გამჟღავნებულა, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს.

ცნობა არ შეიცავს დეტალებს რუსი დიპლომატის გაძევების მიზეზზე.

XS
SM
MD
LG