Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სამხედროები აცხადებენ, რომ შავ ზღვაში ორი რუსული საპატრულო გემი დააზიანეს


რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები სევასტოპოლის ყურეში. 18 აგვისტო, 2022 წელი
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები სევასტოპოლის ყურეში. 18 აგვისტო, 2022 წელი
სააგენტო Reuters-ის თანახმად, უკრაინის სამხედროებმა 14 სექტემბერს გამოაცხადეს, რომ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად შავ ზღვაში ორი რუსული საპატრულო ხომალდი დააზიანეს.
Telegram-ის ცნობაში ნათქვამია, რომ თავდასხმა მოხდა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ხომალდებს "გარკვეული ზიანი" მიადგა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შავ ზღვაში მიაკვლია და გაანადგურა უკრაინული ნავი, რომელიც ეკიპაჟის გარეშე იყო.
ამ დროს უკრაინული ძალები, როგორც ჩანს, უფრო რეგულარულ თავდასხმებს ახორციელებენ რუსეთის გემებზე, წერს სააგენტო.
XS
SM
MD
LG