რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 15 სექტემბერს ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, შეხვდება.
ამ კვირაში პუტინმა მოლაპარაკებები გამართა ჩრდილოეთ კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინთან.
ლუკაშენკა სოჭში 14 სექტემბერს ჩავიდა, იტყობინება ბელარუსის სახელმწიფო მედია. მოლაპარაკება გაიმართება პუტინის რეზიდენციაში.
„ბელარუსია ჩვენი უახლოესი მოკავშირეა“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
მხოლოდ წელს, ეს პუტინისა და ლუკაშენკას მეშვიდე შეხვედრა იქნება.
ბელარუსი მხარს უჭერს მოსკოვის ომს უკრაინაში. მან რუსეთს თავისი ტერიტორიიდან თავდასხმების განხორციელების საშუალება მისცა.