Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიის პოლიციამ დააკავა 1995 წლის სრებრენიცის გენოციდში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი


ბოსნიაში დააკავეს 1995 წლის სრებრენიცის გენოციდში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი
ბოსნიაში დააკავეს 1995 წლის სრებრენიცის გენოციდში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი

12 სექტემბერს ბოსნიის პოლიციამ დააკავა ხუთი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან 1995 წლის ივლისში ქალაქ სრებრენიცაში მოწყობილ გენოციდში მონაწილეობაში. ამ ქალაქში მაშინ ბოსნიელი სერბების სამხედროებმა 8000-მდე კაცი და ბიჭი მოკლეს, ქვეყანაში მიმდინარე შიდაეთნიკური ომის ფონზე.

ოპერაციის ფარგლებში, პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა, მოახდინა ქონების კონფისკაცია რეპუბლიკა სრპსკას (სერბთა მიერ მართული ერთეული, რომელიც მოიცავს ბოსნიის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარს) ქალაქებში.

საპოლიციო ოპერაციის შესახებ ცნობას ავრცელებს ბოსნიის სახელმწიფო გამოძიებისა და დაცვის სააგენტო, დეტალები ცნობილი არ არის.

ინტერნეტგამოცემა Klix-ი იუწყება, რომ დაკავებული პირები წარსულში იყვნენ ბოსნიელი სერბების არმიის ოფიცრები და სამხედროები.

XS
SM
MD
LG